ალეპოში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები განახლდა

მსოფლიო

სირიის ქალაქ ალეპოში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები განახლდა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამჟამად სირიის არმია რუსეთის ავიაციის დახმარებით მოწინააღმდეგეებს ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში უტევს. 22 ოქტომბერს ალეპოში რუსეთის მიერ გამოცხადებული ჰუმანიტარული ზავი დასრულდა. ალეპო ერთ დროს სირიის უმსხვილესი ქალაქის და ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო ცენტრი იყო. თუმცა 2012 წლიდან მიმდინარე კონფლიქტის გამო ქალაქი ფაქტობრივად განადგურებულია. ამ დროისთვის ალეპო ორ ნაწილად არის გაყოფილი: პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალები ქალაქის დასავლეთ ნაწილს , მეამბოხეები კი აღმოსავლეთ რაიონებს აკონტროლებენ.