Associated Press-ის მონაცემებით, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა უკვე დააგროვა. მის დემოკრატ მეტოქეს, ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს კი 218 ხმა აქვს. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა რესპუბლიკელების კანდიდატის მხარდამჭერები უკვე გამარჯვებას ზეიმობენ.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბარაკ ობამას შეცვლის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადის განმავლობაში, 2008 წლიდან იკავებს.

 

წყარო: 2030.ნიუს

გერმანია ლიტვაში მძიმე ტექნიკას გაგზავნის. ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ LEOPARD 2-ის ტიპის ტანკებს აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის შეკავების მიზნით განათავსებენ. ბერლინში აცხადბენ, რომ ლიტვაში იგეგმება 600 გერმანელი ჯარისკაცისა და მძიმე ტექნიკის დისლოცირება, რაც იქნება ნათელი გზავნილი რომ გერმანია ბალტიის სახელმწიფოებისა და პოლონეთის უსაფრთხოების დაცვის საკითხს სერიოზულად უდგება. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს მემარცხენე პარტიის ფრაქციის წევრებმა. მათი განცხადებით, გერმანული ტექნიკის რუსეთის საზღვრებთან გაგზავნა რუსეთთან ურთიერთობების ესკალაციას ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ 27 ოქტომბერს ნატო-ს წევრმა სახელწმიფოებმა დაადასტურეს, რომ ბალტიის სამ სახლმწიფოსა და პოლონეთში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდიან. საუბარია ოთხ ბატალიონზე, რომლებსაც რუსეთის საზღვრების სიახლოვეს განალაგებენ. ლიტვაში ნატო-ს ბატალიონს გერმანია უხელმძღვანელებს.ამას გარდა, ალიანსის წევრი ექვსი ქვეყანა შავ ზღვის რეგიონში საჰარეო, სახმელეთო და საზღვაო ძალების განთავსებას დათანხმდა. საუბარია აშშ-ზე, კანადაზე, გერმანიაზე, ნიდერლანდებზე, პოლონეთსა და თურქეთზე.

აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების გადაწყვეტილება ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდიანრე კონფლიტში ჩართულობის საპასუხოდ მიიღეს.