კომპანია Apple მა კუპერტინოში მორიგი სიახლე, MacBook pro წარადგინა, რომელსაც ორი დისპლეი აქვს. მეორე სენსორული დისპლეი Touch Bar განთავსებულია კლავიატურის ზედა ნაწილში და წარმოადგენს როგორც ეკრანს , ასევე ითავსებს დამატებითი სპეც. ღილაკების ფუნქციას. ეკრანზე გამოისახება ინფორმაცია სისტემის შესახებ, ფოტოები, კონკრეტული პროგრამების ფუნქციური ღილაკები და ა.შ. ასევე ამავე ეკრანის მარჯვენა ნაწილში განთავსებულია Touch ID ღილაკი თითის ანააბეჭდის სკანერით, რომლითაც შესაძლებელი იქნება გადახდა Apple Pay სისტემაში.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს : ეკრანს 67% -ით მეტი სიკაშკაშე აქვს წინა მოდელთან შედარებით თუმცა შენარჩუნებულია რეტინა რეზოლუცია. 15'' დიუმიან მოდელები i7 პროცესორებზეა,  AMD Radeon Pro სერიის გრაფიკული დაფით 2 და 4 გიგაბაიტიანი მეხსიერებით. 13'' დიუმიან მოდელები აღჭურვილია როგორც i7 ასევე i5 პროცესორებით გრაფიკული ჩიპსეტით Intel Iris. მოდელებს აქვს 4 USB Type-C და 3,5მმ აუდიო გამომავალი ყურსასმენებისათვის. შემცირებულია სისქეც - 13'' იანი მოდელი 14,9 მმ და წონა 1,3 კგ ; 15'' იანი 15,5მმ სისქე და წონა 1,8კგ. კომპანიის ოფიციალურ საიტზე მოდელების ფასები 1500$ დან 2800$ მდე მერყეობს. კონკრეტული მოდელები საქართველოში ჯერჯერობით გაყიდვაში არ არის

როგორც ცნობილი ხდება ლოს-ანჟელესის პოლიციის დეპარტამენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანია Tesla Motors -თან მოდელ S P85D -ს მიწოდებაზე. შეთანხმების ფარგლებში კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ავტომობილის ადაპტირება საპატრულოს პოლიციისათვის, რაც გულისხმობა ავტომობილის სპეციალური მოწყობილობებით აღჭურვას. ლოს-ანჟელესის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით ეს მხოლოდ საპილოტე პროგრამა რის ფარგლებშიც მოხდება რამოდენიმე მოდელის სატესტოდ პოლიციისთვის გადაცემა, საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას მისი მაღალი ფასიც აფერხებს (ღირებულება 80 000 აშშ დოლარს აღემატება). უნდა აღინიშნოს, რომ ლოს-ანჟელესის პოლიციამ 2016 წლის გაზაფხულზე 100 მდე BMW i3 ელექტრომობილი შეიძენაზე კონტრაქტი გააფორმა და აღნიშნულ ტენდერში Tesla motors -იც მონაწილეობდა.