აშშ-ში TESLA -ს საპატრულო ეკიპაჟები გამოჩნდება

ტექნოლოგიები

როგორც ცნობილი ხდება ლოს-ანჟელესის პოლიციის დეპარტამენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანია Tesla Motors -თან მოდელ S P85D -ს მიწოდებაზე. შეთანხმების ფარგლებში კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ავტომობილის ადაპტირება საპატრულოს პოლიციისათვის, რაც გულისხმობა ავტომობილის სპეციალური მოწყობილობებით აღჭურვას. ლოს-ანჟელესის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით ეს მხოლოდ საპილოტე პროგრამა რის ფარგლებშიც მოხდება რამოდენიმე მოდელის სატესტოდ პოლიციისთვის გადაცემა, საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას მისი მაღალი ფასიც აფერხებს (ღირებულება 80 000 აშშ დოლარს აღემატება). უნდა აღინიშნოს, რომ ლოს-ანჟელესის პოლიციამ 2016 წლის გაზაფხულზე 100 მდე BMW i3 ელექტრომობილი შეიძენაზე კონტრაქტი გააფორმა და აღნიშნულ ტენდერში Tesla motors -იც მონაწილეობდა.