Top Stories

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის დე­ბი­უ­ტან­ტი ქუ­თა­ი­სის "ბაგ­რა­ტი" თბი­ლის­ში "არ­მი­ას" სტუმ­რობ­და და დი­დი მონ­დო­მე­ბის, სწო­რი ტაქ­ტი­კის წყა­ლო­ბით მე­ტო­ქე და­მა­ჯე­რებ­ლად, 29:14 და­ა­მარ­ცხა. არ­მი­ე­ლებს სალ­მის თქმაც არ და­ემ­თავ­რე­ბი­ნათ, რომ "ბაგ­რა­ტის" გა­რე­მარ­ბ­მა გი­ორ­გი ფრუ­ი­ძემ მე-10 წამ­ზე ლე­ლო გა­უ­ტა­ნა. თა­მაშ­ში ბურ­თი მო­ედ­ნის ცენ­ტ­რი­დან ქუ­თა­ი­სელ­თა მგე­ზავ­მა რე­ზო ჯინ­ჭ­ვე­ლაშ­ვილ­მა შე­ი­ტა­ნა. მე­ტო­ქის 22-მეტ­რი­ან ზო­ნას­თან ყვე­ლას ფრუ­იძემ დაასწრო და ლელომდე შეუფერხებლად ირბინა. გარდასახვა ჯინჭველაშვილმა გაიტანა - 7:0. "არმია" ოდნავ დაიბნა, თამაშის დალაგება დიდხანს ვერ მოახერხა. 29-ე წუთზე კი ჯინჭველაშვილმა საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 10:0. ტაიმის მიწურულს არმიელებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და 36-ე წუთზე შესანიშნავი იერიში განახორციელეს. შეტევის მიმართულება რამდენჯერმე შეცვალეს, ბოლოს მარცხენა ფრთაზე ბურთი ბოლომდე ჩაათამაშეს და ლელო გარემარბმა მიხეილ მასხარაშვილმა მიითვალა. ბექა ურჯუკაშვილმა გარდასახვა გამოიყენა და ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა - 7:10. ასე დასრულდა პირველი ტაიმი. შესვენების შემდეგ საწყისი 25 წუთი ისევ "ბაგრატის" იყო. ქუთაისელებმა 50-ე წუთზე მეტოქის 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს. ხაზი ლევან თხელიძემ გაჭრა, შეტევა გივი ლოსაბერიძემ განაგრძო, ამან შერკინების კვაჭს, გოგა მაღლაკელიძეს გაატანა, რომელიც მასპინძლებმა ვეღარ შეაჩერეს. ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 17:7. 

"ბაგრატი" ამას არ დასჯერდა. 63-ე წუთზე სტუმრებმა "არმიას" შეცდომა კარგად გამოიყენეს. ფულბეკი სერგო კვერნაძე ბურთს მოედნის ცენტრთან ახლოს დაეუფლა, ფეხით მეტოქის ლელოსკენ გადაკიდა. იქ კი ყველაზე სწრაფად ფრუიძე გაჩნდა და მეორე ლელო მიითვალა. ჯინჭველაშვილმა ესეც გარდასახა - 24:7. 

ექვს წუთში "ბაგრატმა" კიდევ უფრო ლამაზი ლელო გაიტანა. მეტოქის ხაზი კობახიძემ გაჭრა, მერე ბურთი ცხრა ნომერ ლოსაბერიძეს გაატანა, ამან მარჯვენა ფრთაზე უმალ ჯინჭველაშვილი მოძებნა, რომელმაც ბურთი ფეხით შეიცურა თუმცა მას და მეტოქესაც გარემარბმა ბექა ტორაძემ დაასწრო. ჯინჭველაშვილმა ვერ გარდასახა - 29:7. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, ქუთაისელებს საპრემიო ქულაც უნდა აეღოთ, მაგრამ "არმიამ" არ დაანება. 72-ე წუთზე მათ უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს, შესანიშნავი იერიშის ორგანიზება შეძლეს და ლელო ძელებს შორის ურჯუკაშვილმა გაიტანა, გარდასახვაც თვითონ მიითვალა - 14:29. 

9 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მესამე მატჩი

Sign up via our free email subscription service to receive notifications when new information is available.
Advertisement