საქართველო ნაკრებმა სტუმრად უელსის ნაკრებთან ფრედ 1:1 ითამაშა

ქართული სპორტი

9 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მესამე მატჩი

 

 

9 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მესამე მატჩი სტუმრად უელსის ნაკრებთან ფრედ 1:1 დაასრულა და პირველი ქულა მოიპოვა. სტადიონ "კარდიფ სიტიზე" მასპინძლებმა გატანა უკვე მე-10 წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ შეძლეს - გიორგი ლორიას კარში ბურთი თავით გარეთ ბეილმა გადაგზავნა. გაშვებული გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა სცადეს მდგომარეობის გამოსწორება. შესვენებამდე ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი კი 34-ე წუთზე, ჯანო ანანიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო - ბურთი ეულსელთა კარის ხარიხას მოხვდა. მეორე ტაიმში ქართველი ფეხბურთელების შესანიშნავ კომბინაციას გოლი მოჰყვა. 57-ე წუთზე ანანიძემ შეტევის მარცხენა ფრთაზე ბურთი ვაკო ყაზაიშვილს გადააწოდა, რომელმაც უელსელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა. უმეთვალურეოდ დარჩენილმა თორნიკე ოქრიაშვილმა კი თავით ახლო მანძილიდან გაიტანა. საქართველოს ნაკრებს მოგებაც შეეძლო. გატანის კარგი შანსი ლევან მჭედლიძემ ვერ გამოიყენა, ყაზაიშვილის დარტყმის შემდეგ კი ბურთი უელსელთა კარის ხარიხას მოხვდა. ამრიგად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა მიმდინარე შესარჩევში პირველი ქულა მოიპოვა, მომდევნო მატჩს კი 12 ნოემბერს თბილისში, მოლდოვის ნაკრებთან ჩაატარებს. დღესვე ჩვენს ჯგუფში მოგვიანებით გაიმართება სერბეთი-ავსტრიისა და მოლდოვა-ირლანდიის შეხვედრები.