Top სიახლეები

Grid List

საბავშვო ევროვიზიის კონკურსში, რომელიც მალტაში გაიმართა, მარიამ მამადაშვილმა გაიმარჯვა.  2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველო მარიამ მამადაშვილმა მე-17 ნომრად წარადგინა, სიმღერით "მზეო".

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის "ევროვიზია ჯუნიორი" წარმატების მომტანი აღმოჩნდა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა - 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ "ბზიკებს" ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი "ქენდი" გახდა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა და დეპუტატატებს სიტყვით მიმართა.

„არჩევნები შედგა. შედგა მეტნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში. შედეგად საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი, რომელიც განახორციელებს მომავალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას“,- განაცხადა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო კომისიებს, მედიას, რომლებმაც ერთად უზრუნველყვეს დემოკრატიურლი სახელმწიფოებრივი პროცესის მემკვიდრეობითობა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მრავალპარტიული პარლამენტი თვისობრივი ნახტომი იქნებოდა ქართული პოლიტიკური რეალობისთვის.

„მჯერა, რომ ასეთი კონფიგურაცია დემოკრატიის გაძლიერებას უფრო მეტად შეუწყობდა ხელს, რადგან მეტი პარტია პარლამენტში, მეტ კონკურენციას, მეტ დისკუსიას და დებატებს ნიშნავს. პარლამენტს გარეთ არაერთი პოლიტიკური პარტია დარჩა, რომელთა ნაწილშიც, სამწუხაროდ, დეზორიენტაციის, კასკადური გადადგომებისა და ჩამოშლის პროცესები დაიწყო. რამაც საზოგადოებაში პოლიტიკის, პოლიტიკოსების მიმართ ერთგვარი ნიჰილისტური და სკეპტიკური განწყობები გააჩინა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და განაცხდა, რომ პოლიტიკური პროცესი არჩევნებით არ მთავრდება.

"პირიქით, არჩევნების შემდგომ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, როგორც საპარლამეტო, ასევე პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა

 

წყარო: 2030news

საქართველოს ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას გამართავს. ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში სხდომა 12.00 საათზე დაიწყება.

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას გაუძღვება უხუცესი დეპუტატი რევაზ არველაძე.

დეპუტატებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი.

პარლამენტი პირველივე სხდომაზე აირჩევს ახალ თავმჯდომარეს. ამ თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის სრულიშემადგენლობის უმრავლესობით აირჩევა.

დეპუტატები სხდომაზე ვიცე-სპიკერებსაც დაამტკიცებენ. პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად წარდგენილია თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერებად - გიორგივოლსკი, ზვიადძიძიგური, ილია ნაკაშიძე.

ოპოზიციიდან ვიცე-სპიკერობის კანდიდატებად სახელდებიან სერგი კაპანაძე („ნაციონალური მოძრაობა“) და ირმა ინაშვილი („პატრიოტთა ალიანსი“).  გარდა ამისა, პირველივე სხდომაზე იგეგმება  საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.

კომიტეტების თავმჯდომარეებად წარდგენილი არიან - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ოთარ დანელია; განათლების, მეცნიერებისა დაკ ულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ მარია მჯაში; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ კახაკუჭავა; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ რომან კაკულია; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზვიად კვაჭანტირაძე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ თამარ ხულორდავა; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლისესიაშვილი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ეკაბ ესელია; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ გიორგი ლილუაშვილი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ სოფო ქაცარავა; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ გიორგი კახიანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი კოვზანაძე; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთ აკომიტეტის თავმჯდომარედ აკაკი ზოიძე; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ სოფო კილაძე; სპორტისა და ახალგაზადულ საქმეთა  კომიტეტის თავმჯდომარედ მიხეილ ყაველაშვილი.

პარლამენტის პირველივე სხდომაზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო.

ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 115 დეპუტატი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 27, „პატრიოტთა ალიანსს“ – 6, „მრეწველებს“ - ერთი და ერთიც დამოუკიდებელი კანდიდატია.

 

 

წყარო: 2030news

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E60 ავტომაგისტრალის სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობას იწყებს. მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მოწვევა უკვე გამოცხადდა. სამტრედია–გრიგოლეთის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 3)  მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის. სამტრედია-გრიგოლეთის გზა (სულ 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება) ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდ. ოჩოფასთან იწყება და  გრიგოლეთის ტერიტორიაზე,  მდინარე სუფსასთან მთავრდება.  აღნიშნული გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი  4 მონაკვეთად (ლოტად) ხორციელდება. პირველ, მეორე და მეოთხე მონაკვეთზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისა  და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

პროექტის განხორციელების ვადები 2016-2018 წლებია.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში „ღვინის ფესტივალი 2016“ გაიმართა. აღნიშნული რაიონის 19–მა სოფელმა სხვადასხვა სახეობის ღვინოები წარმოადგინეს. ასევე, ქალაქის ცენტრში მოეწყო მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები. გამოიფინა რეწვის ნიმუშები და ადგილობრივმა ანსამბლებმა როგორც ქორეოგრაფიული ასევე, მუსკალური ნომრები შეასრულეს. ფესტივალის დასასრულს კი სპეციალურმა ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ღვინოები გამოავლინა. თერჯოლაში გამართულ ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაესწრო. აღნიშნული ფესტივალი თერჯოლაში უკვე მეოთხე წელია იმართება.

”ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქუთაისის მერიის წინ გარემოვაჭრეებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციამ გზა იძულებით გახსნა.

მოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, დღეიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალა. 
ქუთაისის მერიის განმარტებით, მათ უკვე მოილაპარაკეს ბაზრობების ხელმძღვანელებთან, რომლებიც მზად არიან გარემოვაჭრეებს სამი თვით უფასოდ გამოუყონ დახლები. მოვაჭრეებისთვის  მერიის მიერ შეთავაზებული პირობები მიუღებელი აღმოჩნდა.

 

 

 

ქუთაისის ოლქში 15:00 სთ-ის მდგომარეობით 35904 ამომრჩეველმა დააფიქსირა თავის არჩევანი და აქტივობამ 23,5% შეადგინა.

სულ ქუთაისის ოლქში 124 უბანი და 152561 ამომრჩეველია. 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით 23 ივნისს, პირველად ფაკულტეტის ისტორიაში ჩატარდა გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც თავისი მასშტაბურობით  გახლდათ გამორჩეული.

საღამო ორ მიმართულებას ისახავდა მიზნად:

1.     ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის ყველა სპეციალობის კურსდამთავრებულებმა. შესაბამისად, ღონისძიება მასშტაბური გამოვიდა. მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა 350 სტუდენტი. მათ შორის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებიც.

2.     საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულნი იყვნენ უნივერსიტეტის შესაბამისი სპეციალობების პირველი კურსდამთავრებულები.

სტუდენტებისათვის ფაკულტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით შეიკერა 250 მანტია. ჩატარდა საკმაოდ რთული სამუშაოები ღონისძიების სრულყოფილად ჩატარებისთვის. საზეიმოდ მორთულ ეზოში საღამოს 6 საათზე, მობრძანებული სტუმრების მიღების შემდეგ, უნივერსიტეტის ეზოში წითელ ხალიჩაზე უწყვეტ ნაკადად შემოაბიჯა კურსდამთავრებულთა ულამაზესმა ნაკადმა. უნივერსიტეტის ლოგოს ფერებში შეკერილი მანტიებით შემოსილ სტუდენტებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.

„ღონისძიების მიზანი იყო ფაკულტეტსა და კურსდამთავრებულებს შორის მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობის დამყარება, 1997 წლის კურსდამთავრებულები საკმაოდ მაღალ თანამდებობეზე იმყოფებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათი რეგალიები იძლევა შანს წლევანდელი კურსდამთავრებულების დასაქმებას შეუწყონ ხელი.

ამასთან, უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის 2.2. სტანდარტი პირდაპირ ასოცირდება აღნიშნული ტიპის ღონისძიებების მოწყობასთან, ასევე მნიშვნელოვანია პროგრამების საჯარო განხილვა დამსაქმებლებთან ერთად, კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობა და ა.შ.“ 

Sign up via our free email subscription service to receive notifications when new information is available.
Advertisement