საბავშვო ევროვიზიის კონკურსში, რომელიც მალტაში გაიმართა, მარიამ მამადაშვილმა გაიმარჯვა.  2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველო მარიამ მამადაშვილმა მე-17 ნომრად წარადგინა, სიმღერით "მზეო".

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის "ევროვიზია ჯუნიორი" წარმატების მომტანი აღმოჩნდა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა - 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ "ბზიკებს" ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი "ქენდი" გახდა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა და დეპუტატატებს სიტყვით მიმართა.

„არჩევნები შედგა. შედგა მეტნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში. შედეგად საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი, რომელიც განახორციელებს მომავალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას“,- განაცხადა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო კომისიებს, მედიას, რომლებმაც ერთად უზრუნველყვეს დემოკრატიურლი სახელმწიფოებრივი პროცესის მემკვიდრეობითობა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მრავალპარტიული პარლამენტი თვისობრივი ნახტომი იქნებოდა ქართული პოლიტიკური რეალობისთვის.

„მჯერა, რომ ასეთი კონფიგურაცია დემოკრატიის გაძლიერებას უფრო მეტად შეუწყობდა ხელს, რადგან მეტი პარტია პარლამენტში, მეტ კონკურენციას, მეტ დისკუსიას და დებატებს ნიშნავს. პარლამენტს გარეთ არაერთი პოლიტიკური პარტია დარჩა, რომელთა ნაწილშიც, სამწუხაროდ, დეზორიენტაციის, კასკადური გადადგომებისა და ჩამოშლის პროცესები დაიწყო. რამაც საზოგადოებაში პოლიტიკის, პოლიტიკოსების მიმართ ერთგვარი ნიჰილისტური და სკეპტიკური განწყობები გააჩინა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და განაცხდა, რომ პოლიტიკური პროცესი არჩევნებით არ მთავრდება.

"პირიქით, არჩევნების შემდგომ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, როგორც საპარლამეტო, ასევე პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა

 

წყარო: 2030news

თბილისში, 70 წლის ქალის მკვლელობის  ბრალდებით, მისი 18 წლის შვილი და კიდევ ოთხი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 70 წლის  ქალი ჯერ ელექტროშოკით გაგუდეს, შემდეგ დანა ჩაარტყეს და მოკლეს. გვამი ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში გადაიტანეს, სადაც დაანაწევრეს. დანაწევრებული გვამი ნაგავსაყრელზე წაიღეს, ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და თხრილში ჩაფლეს. 

გამოძიების ინფორმაციით, ეს იყო რიტუალური მკვლელობა. ორი დაკავებული დანაშაულს აღიარებს. ერთი კი - დუმილის უფლებას იყენებს.

პარლამენტის თბილისში გადმოტანა არ დგას ჩვენს დღის წესრიგში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხი რამდენიმე წლის განმავლობაში დღის წესრიგში არ დადგება.

„არის საშუალება, რომ საკომიტეტო მუშაობა გაიმართოს თბილისში, უკვე განახლებულ პარლამენტის შენობაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა არანაირი პრობლემას არ ქმნის. ეს საკითხი არ უნდა იყოს აქტივიზებული რამდენიმე წელიწადში, თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აუცილებლად უნდა იქნა ქუთაისის მოსახლეობასთან ეს საკითხი ძალიან აქტიურად განხილული და მიღებული მათგან თანხმობა. ქუთაისში ჩვენ იმხელა გეგმები გვაქვს, რომ შეიძლება 5-10 წლის შემდეგ ვერავინ შეამჩნიოს, არის თუ არა იქ პარლამენტი. ძალიან აქტიური განვითარება მოხდება ქუთაისის. ეს არის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თავისი სტუდენტური ქალაქით, ეს არის ქუთაისის შემაერთებელი გზები ჩრდილოეთ, სამხრეთ საქართველოსთან, სვანეთთან დამაკავშირებელი გზა“, - განაცხადა განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 წყარო: 2030.news

საქართველოს ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას გამართავს. ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში სხდომა 12.00 საათზე დაიწყება.

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას გაუძღვება უხუცესი დეპუტატი რევაზ არველაძე.

დეპუტატებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი.

პარლამენტი პირველივე სხდომაზე აირჩევს ახალ თავმჯდომარეს. ამ თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის სრულიშემადგენლობის უმრავლესობით აირჩევა.

დეპუტატები სხდომაზე ვიცე-სპიკერებსაც დაამტკიცებენ. პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად წარდგენილია თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერებად - გიორგივოლსკი, ზვიადძიძიგური, ილია ნაკაშიძე.

ოპოზიციიდან ვიცე-სპიკერობის კანდიდატებად სახელდებიან სერგი კაპანაძე („ნაციონალური მოძრაობა“) და ირმა ინაშვილი („პატრიოტთა ალიანსი“).  გარდა ამისა, პირველივე სხდომაზე იგეგმება  საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.

კომიტეტების თავმჯდომარეებად წარდგენილი არიან - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ოთარ დანელია; განათლების, მეცნიერებისა დაკ ულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ მარია მჯაში; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ კახაკუჭავა; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ რომან კაკულია; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზვიად კვაჭანტირაძე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ თამარ ხულორდავა; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლისესიაშვილი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ეკაბ ესელია; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ გიორგი ლილუაშვილი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ სოფო ქაცარავა; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ გიორგი კახიანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი კოვზანაძე; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთ აკომიტეტის თავმჯდომარედ აკაკი ზოიძე; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ სოფო კილაძე; სპორტისა და ახალგაზადულ საქმეთა  კომიტეტის თავმჯდომარედ მიხეილ ყაველაშვილი.

პარლამენტის პირველივე სხდომაზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო.

ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 115 დეპუტატი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 27, „პატრიოტთა ალიანსს“ – 6, „მრეწველებს“ - ერთი და ერთიც დამოუკიდებელი კანდიდატია.

 

 

წყარო: 2030news

12:00 სთ-ისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 12.71% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 315 009 ამომრჩეველია; აღნიშნულის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განუცხადა.

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა №37 მაჟორიტარული ოლქის მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 22.7% შეადგინა. ასევე 50 მაჟორიტარულ ოლქს შორის ყველაზე მეტი აქტივობა არის №60-ე მაჟორიტარული ოლქის ლანჩხუთი-ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე - 19,9% და №51 მაჟორიტარული ოლქის ბაღდათი-ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე - 18.5%.

12:00 სთ-ის მდგომარეობით, ყველაზე დაბალი აქტივობა ფიქსირდება №41 მაჟორიტარული ოლქის გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე - 7,2%. ასევე დაბალი აქტივობაა №9 მაჟორიტარული ოლქის ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 7.9% შეადგინა.

შეგახსენებთ რომ, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, მხოლოდ  კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 30 ოქტომბერს აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება

მეტი სტატია ...