გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შედგა

გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შედგა

საქართველო

საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შედგა, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.”მინდა მივულოცო ყველას, საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შედგა. ყველას შეფასებით ეს იყო გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს აქტიურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, არჩევნების მონიტორინგისა და აქტიური ჩართულობისთვის. მათმა სრულმა უმრავლესობამ უკვე დადებითად შეაფასა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. აღსანიშნავია ეუთო-ს შეფასება, რომლის მიხედვითაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიარა კონკურენტულ, გამჭვირვალე, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.მისივე თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა უკვე მიულოცეს საქართველოს არჩევნების ჩატარება, რაც იმას ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი იყო დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო და ჩატარდა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები.კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. პრემიერის თქმით, მათმა მიუკერძოებელმა მუშაობამ განაპირობა არჩევნების მაღალი სტანდარტი.