Telegraph: ბრიტანულ ავიახაზებს თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისის დანიშვნას ურჩევს

საქართველო

ცნობილი გამოცემა The Tepegraph-ი ბრიტანულ კომპანიებს აძლევს რჩევას

ცნობილი გამოცემა The Tepegraph-ი ბრიტანულ კომპანიებს აძლევს რჩევას, თუ რომელ ქვეყნებში შეუძლიათ მათ საკუთარი სერვისების შეტანა. Telegraph-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ევროპაში არსებობს ოთხი დედაქალაქი, სადაც ბრიტანეთიდან პირდაპირი ფრენა არ ხორციელდება. საქართველოს დედაქალაქი გამოცემამ პირველ ნომრად დაასახელა. გამოცემას მოჰყავს Telegraph-ის ჟურნალისტის სიტყვები: „საქართველოს დედაქალაქში არტ-ნუვოს სტილში შესრულებული შენობები და ლამაზი, ტრადიციული აივნიანი სახლები გვხვდება. თბილისში იხსნება ახალი სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები, ძველ ისტორიულ უბნებს კი რესტავრაცია უტარდება". გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ბრიტანეთში პოპულარული მომღერალი, ქეთი მელუა, წარმოშობით ქართველია. „საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ნამყოფი ჯერ კიდევ არ არის, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც მისი სტუმრობა ნამდვილად ღირს," – აღნიშნა ქეთი მელუამ. Telegraph-ის სიაში ასევე მოხვდნენ შემდეგი ქალაქები: ბერნი (შვეიცარია); სარაევო (ბოსნია); დრეზდენი (გერმანია); სამოსი (საბერძნეთი); ტრაპანი (სიცილია); ტრომსო (ნორვეგია); დაკარი (სენეგალი); ვინდჰოკი (ნამიბია); მაპუტუ (მოზამბიკი);  ჩიანი (ჩინეთი);  ოსაკა (იაპონია);  ნიუ ორლეანი (აშშ);  პორტლენდი (აშშ); სამხრეთ ამერიკის დიდი ნაწილი;  ცენტრალური ამერიკის დიდი ნაწილი; პერთი და ჰავაი.

საქართველოს და ბრიტანეთს შორის ავიაკომპანია British Airways–ი დაფრინავდა. ქართული ბაზრის დატოვება ბრიტანულმა ავიაგიგანტმა კომერციული მოსაზრებებით მიიღო. ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ თბილისი-ლონდონის და ლონდონი-თბილისის რეისები არარენტაბელური იყო.

 

წყარო: commersant. ge