პარლამენტის თბილისში გადმოტანა არ დგას ჩვენს დღის წესრიგში

საქართველო

პარლამენტის თბილისში გადმოტანა არ დგას ჩვენს დღის წესრიგში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხი რამდენიმე წლის განმავლობაში დღის წესრიგში არ დადგება.

„არის საშუალება, რომ საკომიტეტო მუშაობა გაიმართოს თბილისში, უკვე განახლებულ პარლამენტის შენობაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა არანაირი პრობლემას არ ქმნის. ეს საკითხი არ უნდა იყოს აქტივიზებული რამდენიმე წელიწადში, თუ რაიმე ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აუცილებლად უნდა იქნა ქუთაისის მოსახლეობასთან ეს საკითხი ძალიან აქტიურად განხილული და მიღებული მათგან თანხმობა. ქუთაისში ჩვენ იმხელა გეგმები გვაქვს, რომ შეიძლება 5-10 წლის შემდეგ ვერავინ შეამჩნიოს, არის თუ არა იქ პარლამენტი. ძალიან აქტიური განვითარება მოხდება ქუთაისის. ეს არის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თავისი სტუდენტური ქალაქით, ეს არის ქუთაისის შემაერთებელი გზები ჩრდილოეთ, სამხრეთ საქართველოსთან, სვანეთთან დამაკავშირებელი გზა“, - განაცხადა განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 წყარო: 2030.news