ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

საქართველო

12:00 სთ-ისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 12.71% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 315 009 ამომრჩეველია; აღნიშნულის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განუცხადა.

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა №37 მაჟორიტარული ოლქის მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 22.7% შეადგინა. ასევე 50 მაჟორიტარულ ოლქს შორის ყველაზე მეტი აქტივობა არის №60-ე მაჟორიტარული ოლქის ლანჩხუთი-ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე - 19,9% და №51 მაჟორიტარული ოლქის ბაღდათი-ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე - 18.5%.

12:00 სთ-ის მდგომარეობით, ყველაზე დაბალი აქტივობა ფიქსირდება №41 მაჟორიტარული ოლქის გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე - 7,2%. ასევე დაბალი აქტივობაა №9 მაჟორიტარული ოლქის ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 7.9% შეადგინა.

შეგახსენებთ რომ, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, მხოლოდ  კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. 30 ოქტომბერს აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება