ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას გამართავს

საქართველო

საქართველოს ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას გამართავს. ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში სხდომა 12.00 საათზე დაიწყება.

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას გაუძღვება უხუცესი დეპუტატი რევაზ არველაძე.

დეპუტატებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი.

პარლამენტი პირველივე სხდომაზე აირჩევს ახალ თავმჯდომარეს. ამ თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე წარადგინა. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის სრულიშემადგენლობის უმრავლესობით აირჩევა.

დეპუტატები სხდომაზე ვიცე-სპიკერებსაც დაამტკიცებენ. პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად წარდგენილია თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერებად - გიორგივოლსკი, ზვიადძიძიგური, ილია ნაკაშიძე.

ოპოზიციიდან ვიცე-სპიკერობის კანდიდატებად სახელდებიან სერგი კაპანაძე („ნაციონალური მოძრაობა“) და ირმა ინაშვილი („პატრიოტთა ალიანსი“).  გარდა ამისა, პირველივე სხდომაზე იგეგმება  საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.

კომიტეტების თავმჯდომარეებად წარდგენილი არიან - აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ოთარ დანელია; განათლების, მეცნიერებისა დაკ ულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ მარია მჯაში; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ კახაკუჭავა; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ რომან კაკულია; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზვიად კვაჭანტირაძე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ თამარ ხულორდავა; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლისესიაშვილი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ეკაბ ესელია; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ გიორგი ლილუაშვილი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ სოფო ქაცარავა; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ გიორგი კახიანი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი კოვზანაძე; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთ აკომიტეტის თავმჯდომარედ აკაკი ზოიძე; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ სოფო კილაძე; სპორტისა და ახალგაზადულ საქმეთა  კომიტეტის თავმჯდომარედ მიხეილ ყაველაშვილი.

პარლამენტის პირველივე სხდომაზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო.

ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 115 დეპუტატი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 27, „პატრიოტთა ალიანსს“ – 6, „მრეწველებს“ - ერთი და ერთიც დამოუკიდებელი კანდიდატია.

 

 

წყარო: 2030news