საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მარიამ მამადაშვილმა გაიმარჯვა

საქართველო

საბავშვო ევროვიზიის კონკურსში, რომელიც მალტაში გაიმართა, მარიამ მამადაშვილმა გაიმარჯვა.  2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველო მარიამ მამადაშვილმა მე-17 ნომრად წარადგინა, სიმღერით "მზეო".

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის "ევროვიზია ჯუნიორი" წარმატების მომტანი აღმოჩნდა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა - 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ "ბზიკებს" ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი "ქენდი" გახდა.