ქუთაისის მერიის წინ გარემოვაჭრეებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციამ გზა იძულებით გახსნა.

მოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, დღეიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალა. 
ქუთაისის მერიის განმარტებით, მათ უკვე მოილაპარაკეს ბაზრობების ხელმძღვანელებთან, რომლებიც მზად არიან გარემოვაჭრეებს სამი თვით უფასოდ გამოუყონ დახლები. მოვაჭრეებისთვის  მერიის მიერ შეთავაზებული პირობები მიუღებელი აღმოჩნდა.

 

 

 

ქუთაისის ოლქში 15:00 სთ-ის მდგომარეობით 35904 ამომრჩეველმა დააფიქსირა თავის არჩევანი და აქტივობამ 23,5% შეადგინა.

სულ ქუთაისის ოლქში 124 უბანი და 152561 ამომრჩეველია. 

9 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით სს „ენერგო–პრო ჯორჯია გენერაცია“ ლაჯანურ ჰესის, გუმათი I, გუმათი II და რიონის ჰიდროელექტრო სადგურების წყალსაცავებზე გეგმიურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, მოხდება წყალსაცავების გარეცხვა, რაც მიზნად  წყალსაცავებზე დაგროვილი ნაგვისა და ნატანის გატანა–გაწმენდას ისახავს. აღნიშნული სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით განხორციელდება. სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტთან. 

წყალსაცავების გარეცხვისას, მდინარე რიონის წყლის დონე ქუთაისში დაიწევს და  ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.

სს „ენერგო–პრო ჯორჯია გენერაცია“ კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს ყოველწლიურად ატარებს, რაც ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურ მუშაობას უწყობს ხელს.

სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-მ "2016 წლის მუშაობის ანგარიში და 2017 წელს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაციაქუთაისშიმედიის წარმომადგენლებსგააცნოგანხილულ იქნა 2016 წლის მიღწევები თუ პრობლემებიანგარიშის მიხედვით, 2016 წელს კომპანიამ სხვადასხვა მიმართულებით გაამჯობესა მაჩვენებლებიაბონენტთამომსახურების ხარისხის ზრდის მიზნითგანხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, 2016 წელს წარმატებით გაგრძელდა და დასასრულს უახლოვდება აბონენტთაინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტიკომპანიის კუთვნილი ჰიდროელექტროსადგურების მიერ დაფიქსირდა გენერირებული ელექტროენერგიის რეკორდულიმაჩვენებელიწარმატებით დასრულდა კომპანიის რეორგანიზაციის პროცესი და ..

აქცენტები გაკეთდა როგორც კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებებზეასევე 2016 წელს ქსელში განხორცილებულ საინვესტიციო პროექტებზე.    სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-2016 წელს 50,4 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელახოლო 2017 წელს 65 მილიონამდე ლარის ინვესტიციას გეგმავს.

ჟურნალისტებს ასევე მიეწოდა ინფორმაცია 2017 წლის დაგეგმილი სამუშაოების და პრიორიტეტების შესახებანგარიშის წარდგენის შემდეგ, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-მენეჯმეტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით 23 ივნისს, პირველად ფაკულტეტის ისტორიაში ჩატარდა გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც თავისი მასშტაბურობით  გახლდათ გამორჩეული.

საღამო ორ მიმართულებას ისახავდა მიზნად:

1.     ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის ყველა სპეციალობის კურსდამთავრებულებმა. შესაბამისად, ღონისძიება მასშტაბური გამოვიდა. მონაწილეობისთვის დარეგისტრირდა 350 სტუდენტი. მათ შორის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებიც.

2.     საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეულნი იყვნენ უნივერსიტეტის შესაბამისი სპეციალობების პირველი კურსდამთავრებულები.

სტუდენტებისათვის ფაკულტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით შეიკერა 250 მანტია. ჩატარდა საკმაოდ რთული სამუშაოები ღონისძიების სრულყოფილად ჩატარებისთვის. საზეიმოდ მორთულ ეზოში საღამოს 6 საათზე, მობრძანებული სტუმრების მიღების შემდეგ, უნივერსიტეტის ეზოში წითელ ხალიჩაზე უწყვეტ ნაკადად შემოაბიჯა კურსდამთავრებულთა ულამაზესმა ნაკადმა. უნივერსიტეტის ლოგოს ფერებში შეკერილი მანტიებით შემოსილ სტუდენტებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.

„ღონისძიების მიზანი იყო ფაკულტეტსა და კურსდამთავრებულებს შორის მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობის დამყარება, 1997 წლის კურსდამთავრებულები საკმაოდ მაღალ თანამდებობეზე იმყოფებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათი რეგალიები იძლევა შანს წლევანდელი კურსდამთავრებულების დასაქმებას შეუწყონ ხელი.

ამასთან, უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის 2.2. სტანდარტი პირდაპირ ასოცირდება აღნიშნული ტიპის ღონისძიებების მოწყობასთან, ასევე მნიშვნელოვანია პროგრამების საჯარო განხილვა დამსაქმებლებთან ერთად, კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობა და ა.შ.“ 

მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სტაბილური და ხარისხიანი მიწოდების მიზნით მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ქუთაისი 2“ პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოები ჩაუტარდება შემდეგ ფიდერებს:

·         13 თებერვალს 16:00-18:00 საათამდე - ფიდერი „თიბისი ბანკი“, 1 აბონენტი.

·         14 თებერვალს 11:00-14:00 საათამდე - ფიდერი „N24“, დაახლოებით 2300 აბონენტი აღმაშენებლის, გრიშაშვილის, ჩეჩელაშვილის, გალაქტიონ ტაბიძის, დუმბაძის, ნინოშვილის, რუსთაველის (ნაწილ.) და მიმდებარე ქუჩებზე.

·         16 თებერვალს 11:00-14:00 საათამდე - ფიდერი N12“, დაახლოებით 500 აბონენტი ფალიაშვილის, ცისფერყანწელთა, წმ. ნინოს, ლერმონტოვის, ბროსეს ქ.

·         17 თებერვალს 11:00-14:00 საათამდე - ფიდერი „15“, დაახლოებით 250 აბონენტი თამარ მეფის ქ.

 

მიმდინარე წლის 23-27 იანვარს სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:

 ქუთაისი. მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სტაბილური და ხარისხიანი მიწოდების მიზნით მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ქუთაისი 1“ პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოები ჩაუტარდება შემდეგ ფიდერებს:

·         23 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. „აბრეშუმკომბინატი“, 3 აბონენტი.

·         24 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. „N258“, დაახლოებით 1100 აბონენტი, ბაგრატიონის, ჩოდრიშვილის, ჩორგოლიანის, ლეონიძის (ნაწ), რაზმაძის ქ.

·         25 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. „N510“, 2 აბონენტი.

·         26 იანვარს 11:00-14:00 სთ.  - ფ. „N2ა“, დაახლოებით 2700 აბონენტი ასათიანის, სოხუმის, ნინოშვილის ბოლო, ჭავჭავაძის გამზ. ნაწ.

·         27 იანვარს 11:00-14:00 სთ. - ფ. „N75“, დაახლოებით 1000 აბონენტი რაზმაძის, ჩოდრიშვილის, ჩორგოლიანის, გორის, ნიკო მარის, მოსკოვის, კუპრაძის ქუჩის ნაწილი.

 

სამტრედია. ზეთიანი ამომრთველების პროფილაქტიკის მიზნით ქვესადგურ “სამტრედია 2“ გამოირთვება ფიდერები:

 

·         23 იანვარს  11:00-14:00 სთ. - ფიდერი №4, სოფელი ეწერი (ნაწ.)

·         23 იანვარს  14:00-17:00 სთ. - ფიდერი №5, ქ. სამტრედია (ა.კალაძის, აღმაშენებლის, გამსახურდიას, გრიბოედოვის, ლაშა თევზაძის, კუიბიშევის, ძველი სამტრედიის, მანჯგალაძის, პეტრიაშვილის, მაზნიაშვილის, რუხაძის, ქუთაისის ქ.); 

·         24 იანვარს  11:00-14:00 სთ. - ფიდერი №6, ქ. სამტრედია (აღმაშენებლის, გრიბოედოვის, ვასაძის, ახმეტელის, ტერელაძის, ხორავას, ბარათაშვილის ქ.); სოფლები ახალსოფელი, ეწერი.

·         24 იანვარს   14:00-17:00 სთ. - ფიდერი №7, ქ. სამტრედია (გრიბოედოვის ქ.)

·         25 იანვარს  11:00-14:00 სთ. - ფიდერი №8, სოფელი იანეთი.

·         25 იანვარს   14:00-17:00 სთ. - ფიდერი №9, ქ. სამტრედია (გრიბოედოვის, კალანდარიშვილის ქ.)

·         26 იანვარს  11:00-14:00 სთ. - ფიდერი №11, ქ. სამტრედია (ა.გეგეშიძის, ა.კალაძის, კუიბიშევის, საბჭოს ქ.), სოფ. მელაური, ქვათახე, ეწერი.

 

ტყიბული. პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ქვესადგურში „ტყიბული 3“ გამოირთვება აღნიშნული ქვესადგურიდან გამომავალი ფიდერები:

 

·         23 იანვარს,  11:00-14:00 სთ. - ფიდერი "საავადმყოფო".

·         24 იანვარს,  11:00-14:00 სთ. - ფიდერი "დოკი",

·         25 იანვარს,  11:00-14:00 სთ. - ფიდერი "ჩირაღდანი“.

·         26 იანვარს,  11:00-14:00 სთ. - ფიდერი "N17

·         27 იანვარს,  11:00-14:00 სთ. - ფიდერი "გამამდიდრებელი-2".

 

ზესტაფონი. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნით, 23 იანვარს 15:00-17:00  220 კვ გ/ხ „აჯამეთი 1“-ის რეაბილიტაციის მიზნით დაგეგმილია აღნიშნული გადამცემი ხაზის გამორთვა, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით საჭირო იქნება ქ/ს „სვირი წევადან“ ძაბვის მიწოდება შეუწყდეს 10 კვ ფიდერებს: როდინაული, მეორე სვირი, ღვინის ქარახანა და ელ.მექანიკური. ამის გამო მითითებულ პერიოდში ელექტროენერგია შეუწყდება სოფლებს: მეორე სვირი, როდინაული და ცხენთარო.

 

ამბროლაური. ზეთიანი ამომრთველების პროფილაქტიკის მიზნით დაგეგმილია შემდეგი ფიდერების გამორთვა:

 

·         23 იანვარს, 12:00-დან 14:00-მდე  - ფიდერი "ლუხუმიჰესი". 

·         25 იანვარს, 12:00-დან 14:00-მდე - ფიდერი "ურავი" - სოფელი ურავი.

·         27 იანვარს, 12:00-დან 14:00-მდე - ფიდერი "ლიხეთი" - სოფლები ლიხეთი და აბარი.

მეტი სტატია ...