ფოტოკონკურსი „ილო“ ბრუნდება!

ქუთაისი

ჩვენი თანამოქალაქეების მრავალრიცხოვანი თხოვნის გათვალისწინებით და განსაკუთრებით ილო ხახიაშვილის დის ქალბატონი რიმას წერილობითი მომართვის გამო, ფოტოკონკურსს, რომელსაც ყოველწლიურად ორგანიზებას ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს, დაუბრუნდა სახელი „ილო“. ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნება აერთიანებს, ისევე, როგორც თავის დროზე ილო ხახიაშვილის ფოტოატელიე აერთიანებდა სხვადასხვა გასხვავებული ეროვნების, ასაკის, გემოვნებისა თუ შეხედულების ადამიანს! 

მაშ, ასე „ილო 2016 “ იწყება!

ფოტოკონკურსის პროგრამა და პირობები

ფოტოკონკურსის მიზანი:

ფოტოკონკურსის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ფოტოგრაფები (მოყვარულები და პროფესიონალები) და ხელი შეუწყოს ქუთაისში ფოტოგრაფიის ხელოვნების განვითარებას.

ფოტოკონკურსის თემა:

ფოტოკონკურსის თემა არის თავისუფალი. ძირითად ფოტოკონკურსში შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფოტოგრაფიულ ჟანრში (პეიზაჟი, პორტრეტი, ჟანრული სცენა/ქუჩის ფოტოგრაფია, რეპორტაჟი) გადაღებული ფოტო. ერთი კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათების მაქსიმალური რაოდენობაა 5 ფოტო. 

კონკურსში წარმოდგენილი ფოტოების საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს იმ პიროვნებას, ვისი სახელითაც წარდგენილია ნამუშევარი კონკურსში მონაწილეობისთვის .

ფოტოკონკურსის პრემიები

ფოტოკონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია 4 პრემია

გრან-პრი -1000 ლარი

პირველი პრემია- 750 ლარი

მეორე პრემია - 625 ლარი

მესამე პრემია - 500 ლარი

ფოტოკონკურსში გამარჯვებულებს ფულად პრემიებთან ერთად გადაეცემათ:

• გრან-პრი (ილოს გამოსახულებიანი მინი-ქანდაკება).

• I ადგილის პრიზი (მცირე ზომის ფოტოაპარატის ქანდაკება)

• II ადგილის პრიზი (მცირე ზომის ფოტოაპარატის ქანდაკება)

• III ადგილის პრიზი (მცირე ზომის ფოტოაპარატის ქანდაკება)

კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების და ასევე საუკეთესო 50 ფოტოსგან დაკომპლექტდება გამოფენა, რომელიც გამარჯვებულთა დაჯილდოვების დღეს გაიხსნება.

გამოფენისთვის შერჩეული ფოტოების დაბეჭდვას ფოტოკონკურსში შემოსული ელექტრონული ფაილების საფუძველზე უზრუნველყოფენ კონკურსის ორგანიზატორები. 

 

ფოტოკონკურსზე წარსადგენი მასალა:

1. კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ციფრული ფაილები. ფაილები განაცხადთან ერთად (განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება ფეისბუქზე არსებული გვერდიდან (ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილება) უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3, I სართული, მერიის კანცელარია, ოთახი №3. ან ხელმოწერილი განაცხადის დასკანერებული ვერსია გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: ilokutaisi2011@gmail.com 

2. გამოსაგზავნი ფაილის მოცულობა - 20x30 სმ, 300 dpi 

შენიშვნა: ჟიური იტოვებს უფლებას, რომ ის ფაილები, რომლებიც არ დააკმაყოფილებენ კონკურსის პირობებში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს, არ განიხილოს კონკურსში მონაწილედ. 

ზოგადი დებულებები:

1. ფოტოკონკურსს აწყობს თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

2. ფოტოკონკურსი ჩატარდება ქალაქ ქუთაისში, რუსთაველის გამზირი №3

3. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომელთათვისაც სავალდებულოა კონკურსის პირობების დაცვა და შესრულება.

3. ფოტოკონკურსი ცხადდება ერთ ტურად. სამუშაო ენა ქართული.

4. ფოტოკონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არა ნაკლებ სამი კონკურსანტის მონაწილეობის შემთხვევაში.

 

ფოტოკონკურსის ჟიური და შეფასების კრიტერიუმები

ფოტოკონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იქნება ფოტოგრაფიის პროფესიონალებისგან- კრიტიკოსებისა და ფოტოგრაფებისგან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისაგან.

გამარჯვებულების გამოვლენისას ჟიური იხელმძღვანელებს საკონკურსო ნამუშევრის მხატვრული ანუ ფოტოგრაფიული ღირებულებით და კონკურსის თემასთან ნამუშევრის შესაბამისობის ხარისხით. ასევე გათვალისწინებული იქნება:

- თემის გახსნისთვის გამოყენებული ფოტოგრაფიული ჟანრის (პორტრეტი, რეპორტაჟი, პეიზაჟი, ჟანრული სცენა და ა.შ.) ორიგინალურობა;

-ნამუშევრების შესრულების ტექნიკური დონე და მხატვრული გადაწყვეტა;

-კონკურსში წარმოდგენილი ფაილის მინიმალური ტექნიკური ანუ კომპიუტერული დამუშავების ხარისხი

შენიშვნა: შეფასება მოხდება 5 ბალიანი სისტემით

კონკურსის გამარჯვებულები სპეციალურ შეტყობინებას მიიღებენ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. კონკურსის ორგანიზატორებისგან შეტყობინებას მიიღებენ ასევე კონკურსის ის მონაწილეებიც , რომლებიც ვერ გაიმარჯვებენ, მაგრამ რომელთა ნამუშევრებიც ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე საერთო გამოფენაში იქნება წარმოდგენილი. 

 

ფოტოკონკურსის ჩატარების კალენდარული გრაფიკი

1. კონკურსი გამოცხადდება: 2016 წლის 27 ოქტომბრიდან

2. საკონკურსო ნამუშევრები მიიღება: 2016 წლის 27 ოქტომბრიდან 27 ნოემბრამდე

3. შედეგები გამოცხადდება: 2016 წლის 1 დეკემბერს.

ფოტოკონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები

1. პრემირებული ნამუშევრები, ისევე როგორც სხვა, არაპრემირებული ფოტოები, რომლებიც გამოფენისთვის დაიბეჭდება გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

2. ფოტოკონკურსის შედეგები გამოცხადდება პრესაში, ტელევიზიით და რადიოთი.

3. კონკურსში წარმოდგენილი მასალის (ციფრული ფაილის)ტექნიკურ გამართულობაზე პასუხს აგებს წარმომდგენი/კონკურსში მონაწილე.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზ:

ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3, II სართული,ოთახი №212.

ტელეფონები: 24 58 47; 24 96 35

ელექტრონული ფოსტით მისამართზე:

ilokutaisi2011@gmail.com

ჩვენი თანამოქალაქეების მრავალრიცხოვანი თხოვნის გათვალისწინებით და განსაკუთრებით ილო ხახიაშვილის დის ქალბატონი რიმას წერილობითი მომართვის გამო, ფოტოკონკურსს, რომელსაც ყოველწლიურად ორგანიზებას ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს, დაუბრუნდა სახელი „ილო“. ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნება აერთიანებს, ისევე, როგორც თავის დროზე ილო ხახიაშვილის ფოტოატელიე აერთიანებდა სხვადასხვა გასხვავებული ეროვნების, ასაკის, გემოვნებისა თუ შეხედულების ადამიანს! 

მაშ, ასე „ილო 2016 “ იწყება!

ფოტოკონკურსის პროგრამა და პირობები

ფოტოკონკურსის მიზანი:

ფოტოკონკურსის მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ფოტოგრაფები (მოყვარულები და პროფესიონალები) და ხელი შეუწყოს ქუთაისში ფოტოგრაფიის ხელოვნების განვითარებას.

ფოტოკონკურსის თემა:

ფოტოკონკურსის თემა არის თავისუფალი. ძირითად ფოტოკონკურსში შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფოტოგრაფიულ ჟანრში (პეიზაჟი, პორტრეტი, ჟანრული სცენა/ქუჩის ფოტოგრაფია, რეპორტაჟი) გადაღებული ფოტო. ერთი კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათების მაქსიმალური რაოდენობაა 5 ფოტო. 

კონკურსში წარმოდგენილი ფოტოების საავტორო უფლება უნდა ეკუთვნოდეს იმ პიროვნებას, ვისი სახელითაც წარდგენილია ნამუშევარი კონკურსში მონაწილეობისთვის .

ფოტოკონკურსის პრემიები

ფოტოკონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია 4 პრემია

გრან-პრი -1000 ლარი

პირველი პრემია- 750 ლარი

მეორე პრემია - 625 ლარი

მესამე პრემია - 500 ლარი

ფოტოკონკურსში გამარჯვებულებს ფულად პრემიებთან ერთად გადაეცემათ:

• გრან-პრი (ილოს გამოსახულებიანი მინი-ქანდაკება).

• I ადგილის პრიზი (მცირე ზომის ფოტოაპარატის ქანდაკება)

• II ადგილის პრიზი (მცირე ზომის ფოტოაპარატის ქანდაკება)

• III ადგილის პრიზი (მცირე ზომის ფოტოაპარატის ქანდაკება)

კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების და ასევე საუკეთესო 50 ფოტოსგან დაკომპლექტდება გამოფენა, რომელიც გამარჯვებულთა დაჯილდოვების დღეს გაიხსნება.

გამოფენისთვის შერჩეული ფოტოების დაბეჭდვას ფოტოკონკურსში შემოსული ელექტრონული ფაილების საფუძველზე უზრუნველყოფენ კონკურსის ორგანიზატორები. 

 

ფოტოკონკურსზე წარსადგენი მასალა:

1. კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ციფრული ფაილები. ფაილები განაცხადთან ერთად (განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება ფეისბუქზე არსებული გვერდიდან (ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილება) უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3, I სართული, მერიის კანცელარია, ოთახი №3. ან ხელმოწერილი განაცხადის დასკანერებული ვერსია გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 

2. გამოსაგზავნი ფაილის მოცულობა - 20x30 სმ, 300 dpi 

შენიშვნა: ჟიური იტოვებს უფლებას, რომ ის ფაილები, რომლებიც არ დააკმაყოფილებენ კონკურსის პირობებში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს, არ განიხილოს კონკურსში მონაწილედ. 

ზოგადი დებულებები:

1. ფოტოკონკურსს აწყობს თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

2. ფოტოკონკურსი ჩატარდება ქალაქ ქუთაისში, რუსთაველის გამზირი №3

3. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომელთათვისაც სავალდებულოა კონკურსის პირობების დაცვა და შესრულება.

3. ფოტოკონკურსი ცხადდება ერთ ტურად. სამუშაო ენა ქართული.

4. ფოტოკონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არა ნაკლებ სამი კონკურსანტის მონაწილეობის შემთხვევაში.

 

ფოტოკონკურსის ჟიური და შეფასების კრიტერიუმები

ფოტოკონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იქნება ფოტოგრაფიის პროფესიონალებისგან- კრიტიკოსებისა და ფოტოგრაფებისგან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისაგან.

გამარჯვებულების გამოვლენისას ჟიური იხელმძღვანელებს საკონკურსო ნამუშევრის მხატვრული ანუ ფოტოგრაფიული ღირებულებით და კონკურსის თემასთან ნამუშევრის შესაბამისობის ხარისხით. ასევე გათვალისწინებული იქნება:

- თემის გახსნისთვის გამოყენებული ფოტოგრაფიული ჟანრის (პორტრეტი, რეპორტაჟი, პეიზაჟი, ჟანრული სცენა და ა.შ.) ორიგინალურობა;

-ნამუშევრების შესრულების ტექნიკური დონე და მხატვრული გადაწყვეტა;

-კონკურსში წარმოდგენილი ფაილის მინიმალური ტექნიკური ანუ კომპიუტერული დამუშავების ხარისხი

შენიშვნა: შეფასება მოხდება 5 ბალიანი სისტემით

კონკურსის გამარჯვებულები სპეციალურ შეტყობინებას მიიღებენ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. კონკურსის ორგანიზატორებისგან შეტყობინებას მიიღებენ ასევე კონკურსის ის მონაწილეებიც , რომლებიც ვერ გაიმარჯვებენ, მაგრამ რომელთა ნამუშევრებიც ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე საერთო გამოფენაში იქნება წარმოდგენილი. 

 

ფოტოკონკურსის ჩატარების კალენდარული გრაფიკი

1. კონკურსი გამოცხადდება: 2016 წლის 27 ოქტომბრიდან

2. საკონკურსო ნამუშევრები მიიღება: 2016 წლის 27 ოქტომბრიდან 27 ნოემბრამდე

3. შედეგები გამოცხადდება: 2016 წლის 1 დეკემბერს.

ფოტოკონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები

1. პრემირებული ნამუშევრები, ისევე როგორც სხვა, არაპრემირებული ფოტოები, რომლებიც გამოფენისთვის დაიბეჭდება გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

2. ფოტოკონკურსის შედეგები გამოცხადდება პრესაში, ტელევიზიით და რადიოთი.

3. კონკურსში წარმოდგენილი მასალის (ციფრული ფაილის)ტექნიკურ გამართულობაზე პასუხს აგებს წარმომდგენი/კონკურსში მონაწილე.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზ:

ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3, II სართული,ოთახი №212.

ტელეფონები: 24 58 47; 24 96 35

ელექტრონული ფოსტით მისამართზე:

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.