ქუთაისის ქუჩებში გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ქუთაისი

მიუხედავად დიდთოვლობისა ქუთაისის ქუჩებში გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ქუთაისის ვიცე მერის ნოდარ მიქიაშვილის თქმით, ამ დროისთვის ყველა ქუჩა გაწმენდილია და შესაბამისად პრობლემები არ შექმნილა.
„წუხელ ღამით გავიდა ჩვენი ჯგუფები და შესაბამის ღონისძიებებს ამ დრომდე ვაწარმოებთ. მუშაობს ცხელი ხაზი, მობილიზებულია ტექნიკა“- განაცხადა ვიცე მერმა.
ადგილობრივი ძალებით სპეციალური ბრიგადები შესაბამისი ტექნიკით 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
პარალელურად იწმინდება ქუთაისის დ.აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი