ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ელექტრონულ მმართველობაზე გადადის

ქუთაისი

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ელექტრონულ მმართველობაზე გადადის. სისტემის პრეზენტაცია არქიტექტორებისთვის ქუთაისის მერიაში რამდენიმე დღის წინ გაიმართა. ქალაქში დასაქმებულ არქიტექტორებს ახალი პროგრამა ქალაქის მერმა და შესაბამისი სამსახურის უფროსმა წარუდგინეს. ქალაქის განვითარების გეგმის თანახმად, მმართველობის გაუმჯობესების მიზნით, ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლა ეტაპობრივად ხდება. სისტემა ჩართულია http://my.kutaisi.gov.ge/#/home/applications/list -ზე, რომელიც ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. მოქალაქეს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ ყველა დოკუმენტაცია, რაც არქიტექტურის სფეროს ეხება ატვირთონ ელექტრონულად. სისტემაში ატვირთული პროექტი ინტერნეტსივრცეში საჯარო იქნება.