ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ელექტრონულ მმართველობაზე გადადის. სისტემის პრეზენტაცია არქიტექტორებისთვის ქუთაისის მერიაში რამდენიმე დღის წინ გაიმართა. ქალაქში დასაქმებულ არქიტექტორებს ახალი პროგრამა ქალაქის მერმა და შესაბამისი სამსახურის უფროსმა წარუდგინეს. ქალაქის განვითარების გეგმის თანახმად, მმართველობის გაუმჯობესების მიზნით, ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლა ეტაპობრივად ხდება. სისტემა ჩართულია http://my.kutaisi.gov.ge/#/home/applications/list -ზე, რომელიც ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. მოქალაქეს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ ყველა დოკუმენტაცია, რაც არქიტექტურის სფეროს ეხება ატვირთონ ელექტრონულად. სისტემაში ატვირთული პროექტი ინტერნეტსივრცეში საჯარო იქნება.

მიუხედავად დიდთოვლობისა ქუთაისის ქუჩებში გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ქუთაისის ვიცე მერის ნოდარ მიქიაშვილის თქმით, ამ დროისთვის ყველა ქუჩა გაწმენდილია და შესაბამისად პრობლემები არ შექმნილა.
„წუხელ ღამით გავიდა ჩვენი ჯგუფები და შესაბამის ღონისძიებებს ამ დრომდე ვაწარმოებთ. მუშაობს ცხელი ხაზი, მობილიზებულია ტექნიკა“- განაცხადა ვიცე მერმა.
ადგილობრივი ძალებით სპეციალური ბრიგადები შესაბამისი ტექნიკით 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
პარალელურად იწმინდება ქუთაისის დ.აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი

ქუთაისს ახალი ლოგო აქვს. ქუთაისის მერიის ინიციატივით, მოხდა ლოგოების სხვადასხვა ვარიანტების განხილვა, შედეგად კი ქალაქს ახალი სიმბოლო აქვს. კონცეფციის ავტორი კრეატიული სააგენტო HOLMES&WATSON-ია. სააგენტო ბრენდინგზე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა. კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ ქუთაისი იუმორისა და ღიმილის ქალაქია.

 

წყარო: მარკეტერ.ge

 

კლინიკა,, ბომონდი’’ დარბეულია. ჩალეწილია მინები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მწყობრიდან აპარატურაც გამოიყვანეს, მედიკოსები ჯანდაცვის და შსს მინისტრებს მათ უსაფრთხოებას სთხოვენ. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. კლინიკაში ჭირისუფალი მივარდა. თვითმხილველების განცხადებით, მათ ქვებით დალეწეს მინები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ინვენტარი. გავრცელებული ინფორმაციით დაზიანებულია სამედიცინო აპარატურაც

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს საკეისრო კვეთისას 23 წლის ლანა მიქაბერიძე გარდაიცვალა . გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში კლინიკა "ბომონდის" ქირურგს ადანაშაულებენ. 

 

წყარო: kutaisitoday

ქუთაისის ახალ ლოგოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. ზოგისთვის ღიმილის ქალაქის ახალი სიმბოლო ინსპირაციის წყაროდაც იქცა და ქართველმა დიზაინერმა ირაკლი თოფურიამ, რომელიც ბათუმის ლოგოს ავტორია, ქუთაისის ლოგოს მისეული ვერსია წარმოგვიდგინა,  ქუთაისი – მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სატახტო ქალაქი, რომელიც სითბოსა და სიყვარულს მზესავით ასხივებს! ინფორმაციისთვის საქართველოსა და ბათუმის ტურისტული ლოგოების ავტორიც ირაკლი თოფურიაა. ასევე მისი შექმნილია გარემოს დაცვის სამინისტროსა და ცესკოს ლოგოებიც.

წყარო: marketer.ge

დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ის ადგილები დაათვალიერა, სადაც, ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეექმნა ადგილობრივ მოსახლეობას. მელიქიშვილის ქუჩაზე სტიქიამ საცხოვრებელი კორპუსი სახურავის გარეშე დატოვა. ასევე წაქცეულია რამდენიმე ხე. შოთა მურღულიას განცხადებით შესაბამისი სამსახურები ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობენ, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ზარალის სრული დათვლა კი ქარის ჩადგომის შემდეგ მოხდება, რადგანაც მუშაობა ამ დროისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს. დაზარალებულ მოსახლეობას ქუთაისის მერია შესაბამისად დაეხმარება.

თურქული ბრენდები Penti და Dagi ქუთაისში სამკერვალო ფაბრიკების გახსნას გეგმავენ. ინვესტიციის განხორციელებას კომპანიები მომავალ წელს აპირებენ. საქართველოში შესაძლო ინვესტიციის ინიციატივით თურქულმა კომპანიებმა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაციას მიმართეს. როგორც „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე აცხადებს, ასოციაციამ კომპანიებს საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ასევე შესთავაზა საწარმოების გახსნა ქუთაისის ტერიტორიაზე. ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე „ბიზნესკონტაქტთან“ აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში კომპანიებს არც კვალიფიციური მუშახელის პრობლემა არ ექნებათ. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაციის ინფორმაციით, კომპანიებს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ, დეტალებზე კი სტამბოლში, 16 ნოემბერს გამართულ ბიზნესფორუმზე შეთანხმდებიან. 
ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძის ინფორმაციით, ერთი სამკერვალო ფაბრიკა 1000 კაცს, მეორე 2 ათასს ადამიანს დაასაქმებს. მხოლოდ Penti-ს ქუთაისში 70 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე სურს საწარმოს გაკეთება. 
Penti და Dagi ქალისა და მამაკაცის თეთრეულის მწარმოებელი ბრენდებია

 

წყარო: businesscontract

მეტი სტატია ...