M2 ქუთაისში სასტუმროს ააშენებს

ეკონომიკა

დეველოპერული კომპანია M2 საქრთველოში სამი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ  განაცხადა, ამერიკული ბრენდის Ancor 152 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა თბილისში მომავალი წლის ნოემბერში დასრულდება. მეორე სასტუმრო მელიქიშვილის 10 ნომერში განთავსდება, კომპანია ამ ეტაპზე სამშენებლო ნებართვას ელოდება და მისი მიღებიდან 18 თვეშ სასტუმროს გახსნას გეგმავს. მესამე სასტუმროს მშენებლობა კი ქუთაისში იგეგმება. როგორც ბურდილაძე განმარტავს, "ანკორის" ბრენდის სასტუმროები 3-ვარსკვლავიანია. "სამ ვარსკვლავიან სასტუმროებზე ტურისტების მხრიდან მოთხვნა მაღალია, თუმცა დღეს მათი ნაკლებობაა. 5-4 ვარსკვლავიანი სასტუმროებით ბაზარი გაჯერებულია და ეს სეგმენტი საკმაოდ დატირთულია. შესაბამისად შევდივართ იმ ნიშაში რომელიც თავისუფალია ამ ეტაპზე“, - აცხადებს ბურდილაძე. თითო სასტუმროში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით 12-13 მილიონი დოლარი იქნება