კლუბ "თეთნულდის" ორგანიზებით, ფოტოგამოფენა "სხვა საქართველო" გაიმართა

კულტურა

დღეს ქუთაისში, თიბისი ბანკის საგამოფენო სივრცეში, კლუბ "თეთნულდი"-ის ინიციატივითა  და კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრა მითი"- ის მხარდაჭერით  ფოტო გამოფენა მოეწყო. გამოფენა მიეძღვნა ქართველების ფერეიდანში გადასახლების 400 წლის თავს. ფოტოებზე ასახული იყო, ირანში ექსპედიციის პერიოდში გადაღებული კადრები, გამოფენაზე არჩილ გეგენავას , გიორგი ჯანელიძის და გიორგი ენუქიძის ფოტოები იყო წარმოდგენილი. პროექტის ფარგლებში მსგავსი ტიპის ფოტო გამოფენა იგეგმება, თბილისსა და ბათუმში.

დამთვალიერებლებს ფოტოების ნახვა თიბისი გალერეაში ორი დღის განმავლობაში შეეძლებათ.